Wednesday, April 11, 2012

              პროექტი
ტ ა ბ ა კ ი ნ ი ს  მ ო ნ ა ს ტ ე რ ი
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ მშობლიური რაიონის ისტორიულ–კულტურულ ძეგლებს.კერძოდ,ტაბაკინის მონასტერს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა–ძიების და დამოუკიდებელი მუშაობის უნარები.შეძლებენ მოპოვებული ცოდნის თანატოლებისთვის  გაზიარებას.
პროექტის მიზანი:მოსწავლემ საკუთარი ქვეყნის ისტორიის შესწავლა საკუთარი კუთხით უნდა დაიწყოს.მშობლიურ ქალაქში არსებული ისტორიული ძეგლის გაცნობით ისინი დაიწყებენ საქართველოს ისტორიის შესწავლას.
      ჩამოუყალიბდებათ კვლევისა და ძიების,დაკვირვებისა და დახარისხების უნარები.
       მიეჩვევიან  დამოუკიდებლად მუშაობას.
მონაწილეთა ასაკი :9–10 წელი.
პროექტის    ხანგრძლივობა:  3თვე
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გამოიკვლევენ,შეისწავლიან მშობლიური ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.გააკეთებენ ტაბაკინის მონასტრის ამსახველ ფოტო ალბომს,რომელსაც თან ექნება დართული მათ მიერ მოძიებული ინფორმაციები.პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება პრეზენტაცია მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე.მოეწყობა ექსკურსია  (ლაშქრობა) ტაბაკინის მონასტერში.
 მასალები აიტვირთება ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:მოიძიონ  ინფორმაცია ბიბლიოთეკაში.მოაწყონ გამოკითხვა უფროსებთან.გამოიყენონ ინტერნეტი,ფოტოაპარატი,ფურცლები,მარკერები. შეძლებენ გააკეთონ მონასტრის მაკეტი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებთანერთად პროექტის თემის შერჩევა.კლასის ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება.ინფორმაციის მოპოვების შემდეგ მოხდება მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება.ფოტოების დახარისხება. ალბომის დამზადება და პრეზენტაცია.
პრეზენტაციის შეფასება:პრეზენტაცია შეფასდება მასწავლებლის მიერ შემუშავებული  რუბრიკის გამოყენებით.
ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:ქართული ენა,ისტორია, ხელოვნება,ბუნება.
შედეგი:მოსწავლეები მოიძევენ,გამოიკვლევენ,გაიგებენ,ახსნიან,აღწერენ,შექმნიან,პრობლემას გადაჭრიან,შეაფასებენ ნამუშევარს.
პროექტის  ხელმძღვანელი:თამარ გუმბერიძე
ხელმძღვანელის ელფოსტა:sandrogio71@gmail.com